სერბეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობა დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქალაქ ნოვი-სადში სტუდენტებზე მომხდარი თავდასხმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 4 ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც უსაფრთხო გზებსაც მოიცავს - იოსელიანი
- 5 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 6 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
„მთავრობამ პასუხისმგებლობის უმაღლესი დონე უნდა აჩვენოს“, - განაცხადა დღეს, 28 იანვარს, საჯარო გამოსვლის დროს ვუჩევიჩმა და დასძინა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება დაძაბულობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს, გამთენიისას, ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებული უცნობი პირები, რომლებიც მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ შენობიდან გამოვიდნენ, ნოვი-სადში თავს დაესხნენ სტუდენტების ჯგუფს. შედეგად, 23 წლის გოგომ სერიოზული დაზიანება მიიღო, მსუბუქად დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხცდა, როდესაც სტუდენტები ქალაქში საპროტესტო შინაარსის სტიკერებს აკრავდნენ და წარწერებს აკეთებდნენ.
„მე მოველი, რომ თავდასხმაში დამნაშავეები დაკავებულები იქნებიან“, - განაცხადა ვუჩევიჩმა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს, ნოვი-სადის რკინიგზის ახლად გარემონტებული სადგურის ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა და 15 ადამიანი დაიღუპა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი ხელისუფლებაში არსებული კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა.
მთავარი რკინიგზის სადგურის განახლების სამუშაოები ჩინურმა სახელმწიფო კომპანიებმა ჩაატარეს. მათ შორისაა China Communications Construction Company (CCCC), რომელიც საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პოტენციური ინვესტორია.
დეკემბრის ბოლოს სერბეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის მთავრობის წევრსა და რამდენიმე სახელმწიფო მოხელეს. გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნია იმ ფაქტმა, რომ მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.
გუშინ, 27 იანვარს სტუდენტებმა ბელგრადის სატრანსპორტო კვანძის 24-საათიანი ბლოკადა მოაწყვეს, რამაც მთავრობაზე ზეწოლა გააძლიერა.