შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, არასწორია მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით. 2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 26 ოქტომბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება. რუსმა სამხედრომ თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ამასთან, მას ტიკტოკზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეოებიც უდევს. უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ ტელევიზიებს უთხრა, რომ ანა ლაკობა ამჟამად ბათუმში იმყოფება და გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ის საზღვარზე, რადგან მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
ანა ლაკობას თბილისში გადაღებული ფოტოები Tik-Tok-ზე 2 დღის წინ აქვს გამოქვეყნებული.
„სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ? - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ჟურნალისტების კითხვას რუსეთის არმიის წევრის საქართველოში შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით.
„ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, როგორც კანონია.
პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან მთელ მსოფლიოში? ამაზე ასჯერ გამკეთებია განცხადება, ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია,
აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ“, - განაცხადა გომელაურმა.
