ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას „ქართული ოცნება“ აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 4 ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც უსაფრთხო გზებსაც მოიცავს - იოსელიანი
- 5 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 6 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
არალეგიტიმურ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცესკოს წევრებს მათი მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, „იარაღის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სხვა პირების მსგავსად, უნდა მიეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება შეუნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა იმ წევრისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ:
-
თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს;
-
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ პირებს;
-
იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს;
-
ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს;
-
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
-
დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
-
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს;
-
პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს;
-
მოსამართლეებს;
-
სასამართლოს მანდატურებს;
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს;
-
ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
-
„საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
-
სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით;
-
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს;
-
პრეზიდენტს;
-
პარლამენტის წევრს;
-
პრემიერ-მინისტრს;
-
მთავრობის წევრს;
-
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს;
-
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს;
ამ ჩამონათვალში ცვლილებების ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ წევრები - გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.