ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცამეტე სართულიდან 40 წლამდე ასაკის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. აჭარის ტელევიზია მშენებლობაზე დასაქმებულ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამაკაცი ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2021 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 34 (მამაკაცი) და დაშავდა 253 პირი (37 ქალი და 216 მამაკაცი). დაღუპულთა და დაშავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერის დამუშავების და საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის სფეროზე მოდის, 2020 წლის მსგავსად.

2021 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 13 %-ით, 2019 წელთან შედარებით 24 %-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 42 %-ით არის შემცირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წელს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაზე 200 დანაშაული აქვს რეგისტრირებული, საიდანაც გახსნილია 17. 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რეგისტრირებულია 110 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 14.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).