სოციალურ ქსელში Vkontakte, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე წუხელ გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, 1801 წლამდე, საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა და შედგებოდა ხუთი სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - გურია და სამეგრელო შავიზღვისპირეთში და სვანეთის სამთავრო მთიან რეგიონში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„საქართველო ახლანდელი საზღვრებით შეიქმნა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო რუსეთისკენ მიიწევდა, რადგან იცოდა, რომ ის მისი ერთადერთი მოკავშირე იყო და ახლა, ისტორია მეორდება: ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველოს ტერიტორია შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში“.
პოსტში ასევე ნათქვამი იყო, რომ „ნაციონალისტების ბანდებისგან კიევისა და პატარა რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების“ შემდეგ, რუსეთი „კვლავ ერთიანი გახდება. ჩვენ დავიწყებთ შემდეგ კამპანიას, რათა აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, მოგეხსენებათ, არსად მთავრდება“.
საქართველოს გარდა პოსტში ყაზახეთიც იყო ნახსენები. მას „ხელოვნურ სახელმწიფოდ“ და „რუსეთის ყოფილ ტერიტორიებად“ მოიხსენებდნენ. პოსტის თანახმად, „ყაზახეთის ხელისუფლება ასახლებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რაც შეიძლება რუსების გენოციდად შეფასდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე თვალის დახუჭვას. ვიდრე რუსები იქ არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
პოსტი დაახლოებით 10 წუთში წაიშალა, მედვედევის თანაშემწემ კი განმარტა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გვერდი გაუტეხეს.
Vkontakte-ში პოსტის წაშლის შემდეგ დიმიტრი მედვედევის ახალი განცხადება ან განმარტება არ გამოქვეყნებულა.
