მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს:
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
- გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
- ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
- ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
- ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
- ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
- მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
- ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
- გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
- ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა ქუთაისის პოლიციამ რეაგირება მხოლოდ 6 თებერვალს გადაწყვიტა. ამ რიცხვითაა დათარიღებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ელი განყოფილების უფროსის მოადგილის, დავით დვალიშვილის პატაკი, რომლითაც ის განყოფილების უფროსს მანუჩარ ნიკოლაძეს წერს:
"მოგახსენებთ, რომ 26 იანვარს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას ჩემს თანამშრომელთან, პოლიციის მაიორ გიორგი ნაჭყებიასთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით 19:50 საათზე, დავინახე მოქალაქეების ჯგუფი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლის წინ. შეკრებილები აპროტესტებდნენ დაკავებული ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგს. ...აღნიშნულს მოგახსენებთ თქვენი შემდგომი რეაგირებისათვის".
5 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ მედიის შემზღუდავი ახალი კანონდებლობის მიღება დაანონსა.
მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უკანონო ბრალით მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეკრების მონაწილეთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაიცავენ.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)