მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - საია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უკანონო პატიმრობაში მყოფი, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა შიმშილობს. მან საია-ს თავმჯდომარესთან, ნონა ქურდოვანიძესთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.

საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.

[...] ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიმართავს:

  • საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

საია აცხადებს, რომ სისტემა მზია ამაღლობელს სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.

მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან უკანონო პატიმრობაშია და რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დღეს, 27 იანვარს, 17:00 საათზე ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამართვა გენერალურ პროკურატურასთან იგეგმება. ადვოკატები და კოლეგები ბრალდების მხარეს მოუწოდებენ, სასამართლოს მიმართოს და პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს. გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.