„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
უკანონო პატიმრობაში მყოფი, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა შიმშილობს. მან საია-ს თავმჯდომარესთან, ნონა ქურდოვანიძესთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.
საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.
[...] ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიმართავს:
- საქართველოს პროკურატურას – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
საია აცხადებს, რომ სისტემა მზია ამაღლობელს სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.
მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან უკანონო პატიმრობაშია და რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
დღეს, 27 იანვარს, 17:00 საათზე ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამართვა გენერალურ პროკურატურასთან იგეგმება. ადვოკატები და კოლეგები ბრალდების მხარეს მოუწოდებენ, სასამართლოს მიმართოს და პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს. გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.
