„ქართული ოცნების“ მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უქმდება, ხოლო რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანამდებობები კონკრეტულად მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ წონასა და გამოცდილებაზე იყო მორგებული, ხოლო მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სტრუქტურული ცვლილებების პროექტიც შეიცვალა.
„რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ პროექტს, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი და არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით მინისტრის პოსტი. მსჯელობა მიდის და, სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელახალი გაერთიანება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი კოორდინაციის წარმოებას განსაკუთრებული პოლიტიკური რესურსი სჭირდება, რაც მამუკა მდინარაძეს გააჩნდა.
„სხვადასხვა სამინისტროსა თუ სტრუქტურის კოორდინაციას პოლიტიკური გამოცდილება და რესურსი სჭირდება, რაც მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული ჰქონდა. სწორედ მის პოლიტიკურ გამოცდილებაზე, წონასა და ცოდნაზე დაყრდნობით იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა.
ვინაიდან მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, გეგმაც შეიცვალა. მთავრობა არსებულ კანონპროექტს გაიწვევს. რაც შეეხება გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობას, ინფრასტრუქტურის მინისტრი რეზი სოხაძე თავის მოვალეობას კარგად ართმევს თავს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ გუნდს 2016 წელს შეურთდა. მას შემდეგ იგი იყო ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან რამდენიმე საკვანძო თანამდებობა შეიცვალა: 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად, სადაც მოკლე დროში ლეიტენანტიდან გენერალ-მაიორის წოდებამდე დაწინაურდა. 2026 წლის აპრილში გადავიდა მთავრობაში ვიცე-პრემიერისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე. 2026 წლის 29 ივლისს ირაკლი კობახიძემ დააანონსა მისი დანიშვნა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად, რომლის შექმნაც სექტემბერში იგეგმებოდა. ამ პოსტის ოფიციალურად დაფუძნებამდე მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
