გმადლობთ, რომ ამ გვერდს კითხულობთ!
„საქართველოს ამბების“ გუნდის არჩევანია ვაკეთოთ ხარისხიანი ჟურნალისტიკა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს და პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეგავლენისგან სრულიად თავისუფალია.
Sakartvelosambebi.ge გამორჩეულია იმითაც, რომ პოლარიზებული, პარტიულ დაპირისპირებაზე კონცენტრირებული მედიისგან განსხვავებით, ფოკუსირებულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.
ადვოკატირების უნიკალური გამოცდილება, რომელიც „საქართველოს ამბების“ გუნდს გვაქვს (ჩვენ რამდენიმე წელია ვაკეთებთ „მთის ამბებს“), საშუალებას გვაძლევს, მკითხველს შევთავაზოთ თანმიმდევრული, პრობლემების მოგვარების გზებზე ორიენტირებული გაშუქება, რასაც დღეს ბევრი მედია ვერ ახერხებს.
ჩვენი მიზანია, აქტუალური თემების სრულყოფილად გაშუქება შევძლოთ საქართველოს ყველა კუთხიდან და ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი რეპორტაჟები, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამისათვის, sakartvelosambebi.ge ინფორმაციას ავრცელებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.
„საქართველოს ამბებს“ თქვენი ნებისმიერი შენატანი გააძლიერებს.
გამოხატეთ მხარდაჭერა თუნდაც 1 ლარით - ეს სულ ორ წუთს წაგართმევთ.
შემოწირულების მიღების პირობები
ფულადი შენატანით თქვენ მხარს უჭერთ „საქართველოს ამბებს“ და ეხმარებით მას, შექმნას დამოუკიდებელი და ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტი.
ეს ტექსტი აღწერს „საქართველოს ამბების“ ურთიერთობას თითოეულ შემომწირველთან, მათ შორის, თანხის მიღების, მასზე უარის თქმის ან უკან დაბრუნების პირობებს:
- მიღებულ თანხებს „საქართველოს ამბები“ გამოიყენებს თავისი ჟურნალისტური საქმიანობის დასაფინანსებლად.
- „საქართველოს ამბები“ იღებს შენატანს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან.
- შემომწირველი უნდა იყოს სრულწლოვანი.
- მაქსიმალური შენატანი, რომელსაც „საქართველოს ამბები“ ერთი შემომწირველისგან მიიღებს, არის 2 000 ლარი.
- მხარდაჭერის მიზნით გაკეთებული შენატანი არის საჩუქარი, რომელიც უკან არ ბრუნდება. ფულადი დახმარების სანაცვლოდ, შემომწირველი ვერ მოახდენს გავლენას „საქართველოს ამბების“ სარედაქციო პოლიტიკაზე.
- „საქართველოს ამბები“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს უარი თქვას შემოწირულებაზე და დაუბრუნოს თანხა შემომწირველს, თუკი მიიჩნევს, რომ მისგან ფულადი დახმარების მიღება ეწინააღმდეგება გამოცემის მისიას, ღირებულებებს, ინტერესებს, სარედაქციო პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის „საქართველოს ამბების“ დამოუკიდებლობას ან რეპუტაციას.
- ასეთ შემთხვევაში, თანხა 30 დღეში დაუბრუნდება შემომწირველს იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც ტრანზაქცია შესრულდა.
- შენატანი შეგიძლიათ გააკეთოთ ერთჯერადად, ყოველთვიურად ან ყოველწლიურად. თანხის ჩარიცხვამდე, ზუსტად უნდა მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია - ვინაობა და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- თუ თქვენ აირჩევთ რეგულარულ დახმარებას, თქვენი ბარათიდან ბანკი ყოველთვიურად ან ყოველწლიურად ჩამოჭრის თქვენს მიერ მითითებულ თანხას მანამ, ვიდრე თავად არ გადაწყვეტთ მხარდაჭერის შეწყვეტას.
- თანხის ჩარიცხვისას, „საქართველოს ამბები“ ვერ ხედავს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს. საბანკო ბარათით გადახდის მეთოდის არჩევისას, თქვენ გადადიხართ ბანკის გვერდზე, რომელზეც „საქართველოს ამბებს“ წვდომა არ აქვს.
- „საქართველოს ამბები“ არ გაასაჯაროებს შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას. იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს „საქართველოს ამბებმა“ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
- თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ „საქართველოს ამბების“ ფინანსურ მხარდაჭერაზე. ყოველთვიური ან ყოველწლიური შენატანის გადარიცხვა შეგიძლიათ შეწყვიტოთ როგორც თქვენი ბანკის დახმარებით, ისე ჩვენთვის მომართვით.
- რეგულარული შენატანის გასაუქმებლად, ასევე, ნებისმიერი შეკითხვისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: support@sakartvelosambebi.ge
„საქართველოს ამბები“ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.