კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

„საქართველოს ამბების“ კონფიდენციალურობის დოკუმენტი აღწერს, რა ინფორმაციას იღებს რედაქცია მომხმარებლისგან და როგორ შეიძლება გამოიყენოს მონაცემები, რომლებიც მხარდაჭერის გვერდზე შენატანის გაკეთებისას ან საიტზე შემოსვლისას ფიქსირდება. 

რა მონაცემებს ვიღებთ?

იმ ინფორმაციის გარდა, რომელიც „საქართველოს ამბების“ საიტზე თქვენი შემოსვლის შემდეგ, google analytics-ში აისახება და ავტომატურად იწერება ჩვენს სერვერზე (ბრაუზერი, რომელიც საიტზე შემოსვლისას გამოიყენეთ, IP მისამართი, ვებგვერდი, საიდანაც გადმოხვედით, რომელი გვერდები მოინახულეთ ჩვენს საიტზე, ასევე, როდის და რამდენი ხნით შემოხვედით), რედაქციას ხელი მიუწვდება მონაცემებზეც (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომლებსაც თქვენ თავად გვაწვდით მხარდაჭერის გვერდზე შენატანის გაკეთებისას. 

თქვენი ინფორმაცია „საქართველოს ამბებმა“ შეიძლება ასევე მიიღოს, თუკი: 

  • მონაწილეობას მიიღებთ ჩვენს გამოკითხვებში, კვლევებში, კონკურსებში;
  • გამოიწერთ „საქართველოს ამბების“ სოციალური მედიის გვერდებს;
  • დატოვებთ კომენტარს ვებსაიტზე ან სოციალური მედიის გვერდებზე;
  • მოგვწერთ ელექტრონულ ფოსტაზე ან სოციალური მედიის გვერდების დახმარებით.

 

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები?

ვებსაიტზე თქვენი შემოსვლისას მიღებულ ინფორმაციას, ასევე, თქვენ მიერ მხარდაჭერის გვერდზე შენატანის გაკეთებისას შეყვანილ მონაცემებს (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), „საქართველოს ამბები“ არ ყიდის და არ გადასცემს მესამე მხარეს. 

თქვენი ინფორმაცია რედაქციამ შესაძლოა გამოიყენოს: 

  • თქვენთან საკონტაქტოდ; 
  • აუდიტორიისა და ბაზრის კვლევისთვის;
  • მარკეტინგული მიზნებისთვის. 

 

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ინახება თუ არა რედაქციაში თქვენი მონაცემები, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი წაშლა ან შესწორება. თუ უკმაყოფილო ხართ იმით, როგორ იყენებს „საქართველოს ამბები“ თქვენს მონაცემებს, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე data@sakartvelosambebi.ge