„საქართველოს ამბები“ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს.
„საქართველოს ამბების“ მისიაა სანდო და ხარისხიანი ინფორმაციის უზრუნველყოფით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებას; საზოგადოების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას; ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას; ღია და პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
„საქართველოს ამბებისთვის“ პრიორიტეტულია რეგიონების, მათ შორის, ოკუპირებული და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მხარეების გაშუქება. Sakartvelosambebi.ge ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად.
„საქართველოს ამბების“ გამომცემელია შპს „საქართველოს ამბები“. ჩვენი პროდუქტია:
Mtisambebi.ge - მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
„საქართველოს ამბებს“ 2013–2024 წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო:
- სახალხო დამცველის და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს პრიზი ტოლერანტობის ქომაგი (2013 წ) – საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის;
- ევროკავშირის პრიზი (2014 წ) – ნომინაციაში - ყველაზე ინფორმაციული სააგენტო / კახეთის საინფორმაციო ცენტრი;
- მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის ტოლერანტობის პრიზი (2014 წ) - რეგიონულ მედიაში ადამიანის უფლებების გაშუქებისათვის;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2014 წ) – საუკეთესო სტატია/ნარკვევი თავშესაფრის მაძიებელი პირების შესახებ;
- ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პრიზი ჯიპა-ფრიდმანის პრემია (2015 წ) საგამოძიებო ჟურნალისტიკაში - რეპორტაჟების სერიისათვის ISIS-ის კავშირების შესახებ პანკისის ხეობაში.
- გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2017 წ) - ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისათვის.
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2018 წ) - ნომინაციაში საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი ბავშვთა საკითხებზე;
- სახალხო დამცველის და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს პრიზი ტოლერანტობის ქომაგი (2018 წ) - საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის;
- ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში (2021 წ) -კონფლიქტების თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი (2023) ნომინაციაში საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება;
- ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო (2023) საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის;
- ევროპის ფონდის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო (2024) საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისათვის;
„საქართველოს ამბების“ გუნდი იზიარებს და იცავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს.
ვებსაიტზე დისკუსიის წესები
„საქართველოს ამბების“ ვებსაიტზე, სტატიების ქვემოთ, მომხმარებლების მიერ დაწერილი კომენტარები გამოსაქვეყნებლად დამტკიცებას არ საჭიროებს. კომენტარები არ უნდა შეიცავდეს უხამსობას, შეურაცხყოფას, მუქარას, დამცირებას, სიძულვილის ენას. ამ წესების დარღვევით დაწერილი კომენტარების შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: sakartvelosambebi.ge@gmail.com „საქართველოს ამბები“ უფლებას იტოვებს, შეტყობინების განხილვის შემდეგ წაშალოს კომენტარი, დროებით ან სამუდამოდ შეუზღუდოს კონკრეტულ მომხმარებელს „საქართველოს ამბების“ სოციალური ქსელების პლატფორმებზე კომენტარის გაკეთების უფლება.