ავტორები: გელა მთივლიშვილი, იაგო გოგილაშვილი - რაჭის და არამხოლოდ რაჭის მოსახლეობამ ახლაც „მთის ამბებისგან“ შეიტყო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ 700 ჰექტარი გადასცა რუსი ოლიგარქის ბიზნესპარტნიორის კომპანიას. ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება იქამდე აქვს მიღებული, ვიდრე დავით ხიდაშელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში, ნახევარი საუკუნით, 105 ათასამდე ჰექტარ ტყეს მისცემდა ირმებისა და ბიზონების მოშენების საბაბით.