ავტორები: გელა მთივლიშვილი, ავთო მესხი - ეს დაუჯერებელი ამბავი რაჭველებმა ერთი წლის წინ გაიგეს. რაჭის მესამედი ნახევარი საუკუნით პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ დავით ხიდაშელს გადაეცა. ამბროლაური, ონი, ნიკორწმინდა, ურავი, მრავალძალი, შქმერი, უწერა, ჭიორა, ღები, გლოლა, პიპილეთი, წედისი, ირი და რაჭის კიდევ 70 სოფლის ირგვლივ არსებული ტყეები ერთი კაცის გამგებლობაში აღმოჩნდა.