ვაჟა გაგაძის ოჯახი მე-12 წელია უსახლკაროა. ზემო მლეთაში, თავს, პოლიციის განყოფილების ძველ შენობას აფარებენ. ზემო მლეთის ქვედა უბანში, 8 ოჯახი მდინარეში ცხოვრობს. 2011 წელს, აქ, 3 წლის ხატია ნაზღაიძე დაიხრჩო. დაზარალებულებს მთიულეთიდან ახალციხეში, გარდაბანში, მარნეულში ან დუშეთში განსახლება შესთავაზეს. მთიულეთის არაგვი განსაკუთრებით საშიშია გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ხშირად წვიმს და თოვლი დნება. ყოველი წვიმის დროს ოჯახის წევრებს მორიგეობით სძინავთ, ბავშვები კი ნათესავებათნ ჰყავთ გახიზნული. ასე გადარჩნენ რამდენიმე დღის წინაც, 26 ივნისს.