პოლონეთის შრომისა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შემოკლდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში გამარტივებული პროცედურით დასაქმება შეეძლოთ. ახალი რეგულაცია 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
გამარტივებული წესები ხუთი ქვეყნის სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. თუმცა, საქართველო სიიდან ამოღებულია.
როგორც შრომის სამინისტრომ განმარტა, გადაწყვეტილება ნაწილობრივ „საქართველოში პოლიტიკური ვითარების ცვლილებისა და ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობის გამო“ მიიღეს.
გამარტივებული წესით, საკმარისი იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენა.
ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ნებართვის მიღების უფრო ხანგრძლივ და რთულ პროცედურაზე გადასვლა მოუწევთ. ეს მოიცავს სამუშაო ნებართვის მისაღებად განაცხადის, პასპორტის, უკვე დადებულ კონტრაქტის ან სამუშაოს შეთავაზების და სხვა დოკუმენტების წარდგენას.
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ძველი წესის საფუძველზეა დასაქმებული, შეუძლია გააგრძელოს მუშაობა ნებართვის ვადის გასვლამდე.
პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება. პოლონური მედიის ინფორმაციით, 2024 წელს რეესტრში 76.6 ათასი დეკლარაცია შევიდა საქართველოს 47 ათასი მოქალაქის დასაქმებასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ახალ რეგულაციას „უპირველეს ყოვლისა, პოლონეთისთვის ექნება ცუდი ეკონომიკური გავლენა“.
„არ ვიცი, პოლონეთი როგორ აპირებს, მუშახელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში დეფიციტია და მუშახელი გვჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
