7 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში აცრა უფასო იყო იმ პირებისთვის, რომლებიც დაავადების გართულების მომატებული რისკის წინაშე არიან. დანარჩენი ჯგუფებისთვის კერძო კლინიკებში ვაქცინაციის ღირებულება 60-70 ლარია.
გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას გადაეცემა.
„შემთხვევათა უდიდესი უმრავლესობა გრიპით ინფიცირების შვიდი დღის თავზე სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა გარკვეული ადამიანებისთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს იმდენად მძიმე დაავადება, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ და იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, ლეტალურადაც დამთავრდეს.
ეს რისკები განსაკუთრებით მატულობს ასაკის მატებასთან ერთად და იმ პირთათვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შეიძლება დამძიმდეს ან გამწვავდეს გრიპის გადატანასთან ერთად. შესაბამისად, უპირველესად ამ ჯგუფებისთვის არის რეკომენდირებული ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მზად დახვდნენ გრიპის სეზონს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა.
რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან დიაბეტიანები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, სკოლის პედაგოგები, ექიმები, პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი და ა.შ.
გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3fDKkU9
