ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეს რეგისტრაციაში სამი ორგანიზაცია გაატარეს - ფილიპინების რესპუბლიკის საარჩევნო კომისია, ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო ოფისი და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მანამდე რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები არიან:
- იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია
- ტუნისის რესპუბლიკის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო
- მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია
- თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო
- ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო
- მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია
- ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია
- სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია
- ბულგარეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია
- ყირგიზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია
- Association „ALTERFACT“
საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს ცესკოსთვის მიმართვის ვადა 27 სექტემბერს ეწურებათ.
გუშინ, 9 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ არჩევნებს ვერ დააკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი). ოდირი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი, რაც არ არის საკმარისი დრო სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.
ეუთო/ოდირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 2021, 2017, 2010 და 2006 წლებში. გამონაკლისი მხოლოდ 2014 წელს იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისია დროულად მოიწვია, თუმცა მისი გამოგზავნა ფინანსური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.
