15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობა 41.62%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 41.62% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თბილისში აქტივობა 42.42% შეადგინა - ხმა 437 426 მოქალაქემ მისცა, რეგიონებში კი ასეთი აქტივობაა:

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.46% (135 863 ამომრჩეველი);
  • კახეთი - 42.58% (125 558 ამომრჩეველი);
  • მცხეთა-მთიანეთი - 42.86% (38 073 ამომრჩეველი);
  • ქვემო ქართლი - 35.64% (142 851 ამომრჩეველი);
  • შიდა ქართლი - 41.72% (98 338 ამომრჩეველი);
  • სამცხე-ჯავახეთი - 43.42% (62 339 ამომრჩეველი);
  • რაჭა ლეჩხუმი - 54.17% (15 765 ამომრცეველი);
  • იმერეთი - 42.79% (220 771 ამომრჩეველი);
  • გურია - 43.74% (45 010 ამომრჩეველი);
  • აჭარა - 41.89% (13 2843 ამომრჩეველი).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, 15:00 საათზე აქტივობა 36.45% იყო, 2016 წელს - 34.79%, ხოლო 2012 წელს - 44.99%.

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემით ირჩევენ. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.