აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 1920 წელს რუსეთის არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყანა დაიპყრო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ალიევმა ისტორიული ფაქტები ტელეკომპანია „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში, სომხეთთან კონფლიქტზე საუბრისას გაიხსენა. მისი თქმით, აზერბაიჯანი ორ ნაწილად გასაბჭოების პირველ თვეებში გაიყო.
„1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ სამყაროში, რომელიც დაარსდა 1918 წლის მაისში. მან 1920 წლის აპრილამდე იარსება, ვიდრე რუსეთის არმია აზერბაიჯანში შემოიჭრა და ქვეყანის ოკუპაცია მოახდინა.
ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წლის რევოლუცია მოაწყვეს, ხალხი მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: „ქარხნები და საწარმოები მუშებს, მიწა გლეხებს, თავისუფლება ერებს“. ჩვენ შევქმენით ჩვენი საკუთარი სახელმწიფო, მაგრამ ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს.
1920 წლის აპრილში რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო. იმავე წლის ნოემბერში, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ზანგეზური, რომელსაც ჩვენ დასავლეთ ზანგეზურს ვუწოდებთ, აზერბაიჯანისთვის წაერთმია და სომხეთისთვის გადაეცა. ასე გაიყო აზერბაიჯანი ორად - ძირითად ნაწილად და ნახიჩევანად, დასავლეთ ზანგეზური კი მათ შუაში იყო. საბჭოთა ეპოქაში ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან არ იყო საზღვრები და არც ომები. ხალხს შეეძლო თავისუფლად მგზავრობა მანქანით ან მატარებლით ქვეყნის ძირითადი ნაწილიდან ნახიჩევანში“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სიტყვა „შეჭრა“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე საუბრისას გამოიყენა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან აზერბაიჯანი მხარს უჭერდა და კვლავ უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანი არ არის. „ჩვენ ვრეაგირებთ კონსტრუქციულად და კანონიერად, მაგრამ არასდროს შევეგუებით ჩვენს მიმართ აგრესიის ან უპატივცემულობის რაიმე ნიშანს ან გამოვლინებას“, - თქვა ალიევმა.
