საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. დიდი ინტერესი და მშობლების მხრიდან მომართვაა ბოლო წლებში ამ საკითხზე და ცვლილება დავიწყეთ 2 წლის წინ. სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა. ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება“, - აღნიშნა მინისტრმა
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია და თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად არაა, საბავშვო ბაღს რჩება ვალდებულება მოზარდი ბაღში კიდევ ერთი წელი დაიტოვოს.
სამინისტროს მონაცემებით, ცვლილების შედეგად 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება.
მიმდინარე წელს, პირველ კლასში შესვლა შეძლეს მხოლოდ იმ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდა.
