სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 197.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მესამე კვარტლის (440.9 მლნ. აშშ დოლარი) დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.
2024 წლის მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4 პროცენტია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით შემცირდა და 358.4 მილიონი შეადგინა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 60.2 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4 პროცენტია, მეორე ადგილზეა მალტა - 58.3 მილიონი აშშ დოლარით (29.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო - 55 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7 პროცენტს შეადგენს.

2024 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 43 მილიონი აშშ დოლარით (21.8 პროცენტი), ხოლო მესამეზეა ვაჭრობის სექტორი 32.1 მილიონი აშშ დოლარით (16.2 პროცენტი). საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 70.2 პროცენტი შეადგინა.
