2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამისთვის რეგისტრაცია 2022 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. აშშ-ს საელჩო განმცხადებლებს ურჩევს, განაცხადებები სარეგისტრაციო პერიოდის დასაწყისშივე შეიტანონ, რადგან სარეგისტრაციო პერიოდის ბოლოს, დიდი მოთხოვნის გამო, შესაძლოა, სისტემის მუშაობა საგრძნობლად შენელდეს. დაგვიანებული ან არაელექტრონულად შევსებული აპლიკაციები არ მიიღება. თითოეულ განმცხადებელს შეუძლია შეიტანოს მხოლოდ ერთი განაცხადი ყოველი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
რა არის მწვანე ბარათი?
მწვანე ბარათი, იგივე Green Card არის დოკუმენტი, რომელიც მფლობელს უფლებას აძლევს მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს ყველა უფლებით, გარდა არჩევნებში ხმის მიცემისა.
მწვანე ბარათს თავისი შეზღუდვები აქვს (მფლობელმა აშშ-ში წელიწადში მინიმუმ 6 თვე უნდა იცხოვროს). მწვანე ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ, პირს შეუძლია ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი გააკეთოს.
წელს ლატარიით 55 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.
როგორ მივიღო მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობისთვის განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- დაბადებული უნდა იყოს პროგრამისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში.
- განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია და რომელიც განისაზღვრება 12 წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით. ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
მინიმალური ზღვარი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის არ არსებობს, მაგრამ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების გამო, 18 წლამდე განმცხადებლების უმრავლესობა დისკვალიფიცირებული იქნება.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უფასოა და ხდება მხოლოდ ამ მისამართზე: https://dvprogram.state.gov/ აშშ-ს საელჩო გაფრთხილებთ, თაღლითობის მაღალი რისკის გამო არ მიმართოთ დამხმარე ორგანიზაციებს.
კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე. აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
თუ თქვენი კანდიდატურა შეირჩა, სახელმწიფო დეპარტამენტის კენტუკის საკონსულო ცენტრი დაამუშავებს საქმის მონაცემებს მანამ, სანამ შერჩეული კანდიდატები არ მიიღებენ ინსტრუქციას, რომ გამოცხადდნენ სავიზო გასაუბრებაზე აშშ-ის საელჩოსა ან საკონსულოში. თუ საკონსულოს ოფიცერი გადაწყვეტს, რომ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ვიზის მოსაპოვებლად აუცილებელ მოთხოვნებს, ან თქვენ სხვაგვარად არ ხართ უფლებამოსილი მოიპოვოთ საიმიგრაციო ვიზა DV-ის აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიცერი ვიზას არ მოგცემთ.
საქართველოში მწვანე ბარათის მოგებულებს 2001 წლიდან აღირცხავენ. ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა მილიონზე მეტი აპლიკაცია შეავსეს.
ბოლო 10 წელში საქართველოდან „მწვანე ბარათის“ მიღების მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. თუ 2011 წელს აპლიკაცია 39 253-მა ადამიანმა შეავსო, 2021 წელს ეს რიცხვი 112 464-მდე გაიზარდა. „მწვანე ბარათზე“ ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოდან 2020 წელს დარეგისტრირდა. განმცხადებელთა რიცხვმა 141 693-ს მიაღწია. 2021 წელს გათამაშებაში მწვანე ბარათი 1 899 ქართველმა მიიღო.
მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით დეტალურ ინსტრუქციას