„გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ, ვინც იყო, ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად - პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა - ყველა ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
26 მაისი ჩვენია! 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია. ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ 26 მაისს“, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება.
„წინააღმდეგობის პლატფორმაში“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, გაერთიანებული არიან „ძლიერი საქართველო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და სხვა.
2025 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 107-ედ აღნიშნავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ დღეს თბილისსა და რეგიონებში ღონისძიებებს მართავს.
„უნდათ, 26 მაისი იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად გაიხლიჩოს 26 მაისს - ჩვენ, რა თქმა უნდა,
„დიფ სთეითს“ ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც შეიძლება სხვა დაკვეთით მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუცდეთ“!
ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.
