საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჰააგაში, სადაც საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით იმყოფება.
უკრაინაში ბოლო დღეებში 6 ქართველი მებრძოლის დაღუპვას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არათუ ხელისუფლების წარმომადგენლები, გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ, არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც არ განიცდის. მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს.
რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ. ამ ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი - ცოლი, დედა, ოჯახის წევრები, ბავშვები უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მეც პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ არ მოხდეს იდენტიფიცირება ან არავის მიეცეს იმის საშუალება, რომ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართულობის რაღაც ელემენტზე დაიწყოს ლაპარაკი და ეს შემდგომ გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. „რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ლაპარაკია რუსეთზე. და არა მარტო გამოიყენოს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის, არამედ გარკვეულ სტრატეგიულ გეგმას დაუქვემდებაროს თავისი მოქმედებები, რომლის მომსწრეც ვიყავით და რომლის შედეგებს ახლა ვუყურებთ. ჩვენს თვალწინ ვითარდება სურათი, რომ რუსეთის ფედერაციის ასეთი მდგომარეობა, რაშიც ახლა აღმოჩნდა, შესაძლოა, გახდეს იმის წინაპირობა, რომ აგრესიის განვითარების მიმართულებამ რაკურსი შეიცვალოს და საქართველო აღმოჩნდეს სამიზნე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პაპუაშვილისა და ვოლსკის განცხადებების გარდა, უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლის დაღუპვას „ქართული ოცნებიდან“ არავინ გამოხმაურებია. მთავრობას და პრემიერ-მინისტრს სამძიმარი ამ დრომდე არ გამოუთქვამთ.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვს.
უკრაინაში, დონბასში, ქალაქ ბახმუტში ხუთი ქართველი მებრძოლი 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას მოკლულები არიან ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა. 1-ელ დეკემბერს უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რომელიც უკვე ცხრა თვეა გრძელდება, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 34 ქართველი მებრძოლი დაიღუპა:
- ბადრი მარკელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- რომეო კვარაცხელია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- რომეო ფიჩხაია - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- მერაბ ალადაშვილი - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- ავთო რურუა - ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია - კიევის ოლქი, 2022 წლის დეკემბერი;
- კონსტანტინე ქურსუა - კიევის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- ლევან სახელაშვილი - ბაშტანკა, მიკოლაივის ოლქი, 2022 წლის ნოემბერი;
- გურგენ (გუგა) გაგნიძე - დონეცკის ოლქი, ბახმუტი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ერნესტ მაჭარაშვილი - ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი;
- მიხეილ ყაფლანიშვილი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- ედიშერ კვარაცხელია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის ოქტომბერი;
- გელა გოგია - დონეცკის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- ბერდია ჯოხაძე - ხერსონის ოლქი, 2022 წლის აგვისტო;
- კახა გოგოლი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივლისი;
- ალუდა ზვიადაური - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- კირილე შანავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- დანიელ გერლიანი - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- გიორგი გრიგოლია - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის ივნისი;
- რატი შურღაია - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის მაისი;
- ტელმან (ტატო) ბიგვავა - დონეცკის ოლქი, მარიუპოლი, „აზოვსტალი“, 2022 წლის მაისი;
- ვიტალი ორბელაძე - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ზაზა ბიწაძე - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- თემურ მაჭარაშვილი - ზაპოროჟიის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- ალიკა ცაავა - ლუგანსკის ოლქი, 2022 წლის აპრილი;
- არკადი კასრაძე - ლუგანსკის ოლქი, რუბეჟნოე, 2022 წლის აპრილი;
- დავით მენაბდიშვილი - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- ნიკა შანავა - ხარკივის ოლქი, იზიუმი, 2022 წლის აპრილი;
- დავით გობეჯიშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ბახვა ჩიქობავა - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- დავით რატიანი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- გია ბერიაშვილი - კიევის ოლქი, ქალაქი ირპენი, 2022 წლის მარტი;
- ოლეგ გეგეჭკორი - კიევის ოლქი, 2022 წლის მარტი;