„ქართული ოცნების“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
გამონაკლისები გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება 1-ელ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად.
„მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები იმისათვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჰაერის ხარისხის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ჩვენგანის, ასევე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავდეს ავტოპარკი, შემოვიდეს ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
2024 წლის მდგომარეობით საქართველოში დაახლოებით 1 814 300 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით 1 555 600 მსუბუქი ავტომობილია. 1 541 196 ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება.
