4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის 7 მონაწილეს პროსახელისუფლებო ტელევიზიების გადამღები ჯგუფების საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, „გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
პროკურატურის მტკიცებით, 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
ბრალდებულის სტატუსი აქვთ ჟურნალისტ ირაკლი წულაიას, გ.დ.-ს, მარიამ ოთინაშვილს, თამუნა კირთავას, ი.პ.-ს, ა.ც.-ს და ვ.გ.-ს.
პროკურატურამ ექვს ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - ესე იგი მისი იძულებას, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.
ირაკლი წულაია 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის ბრალდებული, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას მუქარით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ, 24 ოქტომბერს მიმართავს.
