„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად იყო მისული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე.
ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს.
მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის განცხადებები, თითქოს ომი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ცხინვალის დაბომბვით, ხოლო რუსეთმა პასუხი გასცა, სიტყვასიტყვით იმეორებს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ ხაზს, რომელსაც მოსკოვი 2008 წლიდან მოყოლებული უცვლელად ამტკიცებს.
რუსული მხარე აგრესიის დაწყებისა და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად მუდმივად სწორედ „სააკაშვილის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა“ და „რუსი სამშვიდობოების დაცვის“ მოტივებზე აპელირებს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ და ჰააგის პროკურატურის გამოძიებამ სრულად დაადასტურეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები. ჰააგის სასამართლომ ომის საქმეზე ძებნილად გამოაცხადა და დაპატიმრების ორდერები გასცა რუსი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ (მათ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის), რითაც სრულად გამოირიცხა ქართული მხარის ბრალეულობა საერთაშორისო დონეზე წამოყენებულ ბრალდებებში, ხოლო ოკუპაციის ფაქტი და რუსეთის მხრიდან აგრესია საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და გადაწყვეტილებებით იქნა დამტკიცებული.

თავის განცხადებებში კობახიძე შეეხო ამ გადაწყვეტილებებსაც: „დავამტკიცეთ ორი რამ: ერთი, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, და მეორე - სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს.
„რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმი არ წერია სამწუხაროდ, ქართული მხარე წერია, მაგრამ მე სხვანაირად ვციტირებ - მანამდე ეს წერია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს - კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვასიტყვით ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს. მერე სხვა სიტყვებიც წერია, საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი და ამას ხელი მოაწერეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
