რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რვათვიანი უკანონო პატიმრობის სრულად მოხდის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე, გიორგი ხარაიშვილი ციხიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
46 წლის გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მკვიდრია, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2025 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ხარაიშვილმა ე.წ. „სახელმწიფო საზღვარი“ განზრახ გადაკვეთა ზნაურის რაიონის ტერიტორიაზე. მას ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას“ გულისხმობს. ზნაურის ე.წ. სასამართლომ ხარაიშვილი დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2026 წლის 23 ივლისის მდგომარეობით, დე-ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 12 მოქალაქე იმყოფებოდა.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
თავის მხრივ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ იძლევა გაფრთხილებას. მათი მტკიცებით, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ ყველა შესაძლო მიმართულება მათი სასაზღვრო ძალების კონტროლის ზონასა და ზემოქმედების სექტორში იმყოფება.
