83 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა | სია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რუსეთის აგენტების სიაში დღეს გაფორმდა ივანიშვილი და მისი 83 დეპუტატი. თვითლუსტრაცია მოახდინეს. ეს არის რუსეთის აგენტების რეესტრი“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრამდე გააძევა სხდომათა დარბაზიდან.

კანონპროექტის მხარდამჭერი 83 დეპუტატიდან 73 „ქართული ოცნების“ წევრია, დანარჩენები კი მმართველი პარტიის სატელიტებს - „ხალხის ძალასა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“: ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი, ​სამველ მანუკიანი, ლევან მაჭავარიანი, ლევან მგალობლიშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, გოგი მეშველიანი, ირაკლი მეძმარიაშილი, სავალან მირზოევი, გივი მიქანაძე, იმედა ნიკურაძე, ანტონ ობოლაშვილი, ბექა ოდიშარია, ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი, გელა სამხარაული, ნიკოლოზ სამხარაძე, ვიქტორ სანიკიძე, დავით სონღულაშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ლევან ქარუმიძე, მერაბ ქვარაია, სალომე ქურასბედიანი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ქეთევან ჩარკვიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი, გრეტა წიწავა, შოთა ხაბარელი, გიორგი ხახუბია, სალომე ჯინჯოლავა, გიორგი ბარვენაშვილი, გია ბენაშვილი, რიმა ბერაძე, მაია ბითაძე, ანზორ ბოლქვაძე, ელისო ბოლქვაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ბექა დავითულიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, გია ვოლსკი, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, არჩილ თალაკვაძე, ედიშერ თოლორაია, რატი იონათამიშვილი, ლადო კახაძე, გიორგი კახიანი, კახა კახიშვილი, პაატა კვიჟინაძე, ბაია კვიციანი,ირაკლი კირცხალია, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, მარიამ ლაშხი, დიმიტრი სამხარაძე.

„ხალხის ძალა“: დავით კაჭარავა, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი.

„ევროპელი სოციალისტები“: ავთანდილ ენუქიძე.

კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იყო. მათი ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარემ გააძევა, ნაწილმა კი სასესიო დარბაზი თავისი ნებით, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით შარშან, მარტშიც მიიღო, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიზანი კვლავ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.