93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე ნოდარ ნათაძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ნოდარ რევაზის ძე ნათაძე დაიბადა 1929 წლის 27 მაისს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1955 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. 1956-1969 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე; საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991, 26 მაისი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.
