კომპანია „მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რა გახდა 27 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში აბონენტებისთვის ინტერნეტის გათიშვის მიზეზი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
კომპანიის განცხადებით, „მაგთიკომის“ ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით ევროპიდან შემოდის, 27 იანვარს კი დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც „დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა“.
„რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე). ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„მაგთიკომი“ საქართველოში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროვაიდერია.
