შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარის დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, კარლო ურუშაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული კარლო ურუშაძე დაქვემდებარებულ თანამშრომელს პერიოდულად ავალებდა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შესახებ ბრძანებებში ყალბი მონაცემების შეტანას. კერძოდ, დოკუმენტებში შემსრულებლებად მიეთითებოდნენ მასთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ის თანამშრომლები, რომლებიც რეალურად აღნიშნულ საქმიანობას არ ახორციელებდნენ. შედეგად, ბრძანებებში დაფიქსირებულ პირებს პერიოდულად ერიცხებოდათ ფულადი დანამატები, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 341-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი იაკობ კაცაძე. გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებული ბრალდებული ფულადი თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა პირებს შსს-ს საინფორმაციო ბაზებში უკანონოდ გადამოწმებულ ინფორმაციას აწვდიდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
