პროკურატურას პროდასავლურ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მტკიცებულებად წარდგენილი აქვს ვიდეომასალა, რომელიც უხმოა. ამის შესახებ დღეს, 23 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეზე მორიგი პროცესის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
„მე დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ ამ ვიდეოს ხმა არ ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში ველოდი მომენტს, როდესაც ბრალდების მხარე მოვიდოდა და უტიფრად იტყოდა, რომ, თურმე მას სხვა ვიდეო აქვს“, - თქვა ავსაჯანიშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარე სწორედ საქმის მასალებში არსებულ ამ 14-წუთიან ვიდეოზე დაყრდნობით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ზვიად ცეცხლაძემ დანაშაული ჩაიდინა.
„ბრალდების მხარე ცდილობდა თავისი ლეპტოპით წარედგინა ვიდეომასალა, რომელსაც ჰქონდა ხმა. მე დავაფიქსირე, რომ ეს ვიდეო არ უნდა ყოფილიყო ჩართული, რადგან დაცვის მხარეს გადმოეცა უხმო ვიდეო და ვითხოვდი დედნის ჩართვას, რაზეც პროკურორის პოზიცია იყო ის, რომ, თითქოს, მე ვიტყუებოდი და ვიდეოს ხმა ჰქონდა. მე მივუთითე, რომ ამ საქმეში ერთადერთი, ვინც ცრუობდა და რიგ მტკიცებულებებს აყალბებდა, იყო ბრალდების მხარე. მოვითხოვე დედანი ვიდეოს ჩართვა.
ბარლდების მხარეს, თურმე, საქმეში უდევს 14-წუთიანი ვიდეო, სადაც ედავებიან, რომ ზვიად ცეცხლაძე რაღაცას ლაპარაკობს და ამით დანაშაულს ჩადის, მაგრამ ვიდეოს ხმა არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებით, ამ ვიდეოს ნაწილში, ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება ვერ დაუდასტურდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არაფერი არ ისმის და ეს დაადასტურა მოწმემაც, რომელმაც თქვა, რომ ვიდეოში ხმა არ ისმის“, - თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
ზვიად ცეცხლაძის მამა, იურისტი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ პროკურატურას ზვიადის წინააღმდეგ მტკიცებულება არ აქვს და მიიჩნევს, რომ უხმო ვიდეო საქმის მასალებიდან უნდა ამოირიცხოს, როგორც „არასრულყოფილი, არასათანადო“.
ზვიად ცეცხლაძეს და რვა დემონსტრანტიდან კიდევ ორს - ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დანარჩენ ხუთ პირს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
