2 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მარიკა არევაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„შემაძრწუნებელი სანახავი იყო, როგორ მოჰყავთ ბებო და გისოსებს მიღმა მის გულზე ჩანს წარწერა „გაგრა”! აზა მხნედ არის, უშიშრად, როგორც სჩვევია. დაიწყო შიმშილობა, ბევრი თხოვნის მიუხედავად აზრი ვერ შევაცვლევინე“, − წერს მარიკა არევაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
ადვოკატის თქმით, აზა ჩილაჩავა წყლის მიღებაზეც უარს ამბობს.
აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული. პოლიციის თანამშრომლებმა მას სამართალდარღვევის ოქმი 19 ოქტომბერს, პირბადის ტარების გამო შეუდგინეს. 22 ოქტომბერს სასამართლომ ჩილაჩავა სამართალდამრღვევად და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აზა ჩილაჩავას დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მას დღის განმავლობაში გადაიყვანენ სასამართლოში.
საპროტესტო აქციების შესაზღუდად „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. შედეგად, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის. იგივე ქმედების ხელმეორედ ჩადენა სისხლის სამართლის წესით ისჯება, რაც გულისხმობს 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
