საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. 21 დეკემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში მას ხმა 1473-მა ადვოკატმა მისცა, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1366 ხმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
ირაკლი ყანდაშვილმა არჩევნების დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ადვოკატების პროფესიული საზოგადოების ცხოვრებაში, „რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად აქტიური და ჩართულია ადვოკატთა კორპუსი საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.
„არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2855 ადვოკატმა, რაც ნათლად ასახავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასა და ინტერესს ასოციაციის მომავლის მიმართ“, – აღნიშნა ყანდაშვილმა.
ირაკლი ჩომახაშვილმა კონკურენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ადვოკატთა ასოციაციამ „ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა“ აჩვენა.
„მინდა ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა ამ რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ასობით ადვოკატს, რომელმაც მხარი დამიჭირა. ასევე მათაც, ვინც ჩემს კონკურენტს დაუჭირა მხარი. ეს არის დემოკრატია“, – თქვა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნების პირველი ტური 15 დეკემბერს გაიმართა. მასში თავმჯდომარეობის ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა პირველივე ტურში გასამაჯვებლად საჭირო ხმები ვერცერთმა მიიღო.
ირაკლი ყანდაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნეოდა, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილი, რომელიც ატნისამთავრობო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ადვოკატიცაა, არაერთხელ გახდა სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის სამიზნე - სიუჟეტებში მას „რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად“ მოიხსენიებდნენ.
ირაკლი ყანდაშვილი 2013 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. ის საადვოკატო საქმიანობას 2004 წლიდან ეწევა, არის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრი იურიდიულ მეცნიერებებში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი.
