„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ზურაბიშვილის თქმით, როცა ეს სიტყვები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და ადასტურებს მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარი ხალხისგან.
„მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის“ სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა - არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან (გამონაკლისის გარეშე). ესეც სარწმუნოება. რაც ეხება ენას, თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან. ირაკლი კობახიძის თქმით, რომ აქციებში გულწრფელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ გულწრფელობას „მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული“.
„ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია. როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
კობახიძის წერილის მიხედვით, „ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნის გათვალისწინებას და რუსული კანონის უკან გაწვევას არ აპირებს.