თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივში გასულ წელს გაჩენილი ხანძრის საქმეზე, რომელიც აქამდე გაუხსნელი იყო, პროკურატურამ ბრალდება ალექსანდრე ელისაშვილს წარუდგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 4 მაისს, 03:44 საათზე, ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობასთან მივიდა. მან სარკმლიდან ოთახში აალებული ნივთიერება შეაგდო, რამაც ხანძარი გამოიწვია. მოგვიანებით კი ცეცხლი მეორე ოთახის ფანჯარასა და სადენებსაც წაუკიდა.
პროკურატურის განცხადებით, ამ ქმედებით ბრალდებულმა მართლმსაჯულების დესტაბილიზაცია განიზრახა, სცადა, გაენადგურებინა ასეულობით მნიშვნელოვანი საქმე და საფრთხე შეუქმნა მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის სიცოცხლეს. მას ბრალი სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ალექსანდრე ელისაშვილი უკვე იმყოფება პატიმრობაში 2025 წლის 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით. ელისაშვილი სასამართლოს შენობის კანცელარიაში ხანძრის გაჩენის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
ადვოკატები არჩილ ჩოფიკაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი ახალ ბრალს „უსუსურ და აბსურდულ მცდელობას“ უწოდებენ. მათი განცხადებით, გასაჯაროებული კადრები ფაქტთან პოლიტიკოსის კავშირს ვერ ადასტურებს.
„სუს-ი ისევ კომიკურ მდგომარეობაშია! ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის არაფერი სმენია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან. კომიკურია ისიც, რომ
თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნითვე (26.02.2026) აღნიშნული კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
მიმდინარე საქმეში არ არსებობს რეალური დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ალეკო ელისაშვილის ტერორისტობას, შესაბამისად ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის.
კომიკურია ისიც, რომ მთავარი მტკიცებულება პარასკევს ციხეში ჩატარებული ოდოროლოგიური (სუნის) ექსპერტიზაა, რომელიც არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ტარდება ძაღლის მეშვეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში ერთი წლის წინ აღებულ სუნის ნიმუშზე იმუშავა და არ არსებობს მისი ზუსტი მეცნიერული მეთოდოლოგია და დასაბუთება“, - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.
