ამერიკულმა Coca-Cola Company-მ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, რეგისტრირებული „კოკა-კოლა კომპანიის“ წინააღმდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„კოკა-კოლა“ რუსეთიდან 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გავიდა, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, მიმდინარე წლის მარტში „სამხრეთოსურმა“ კომპანიამ საცალო მოვაჭრეებისთვის სასმელების შეთავაზება Coca-Cola-ს ბრენდით დაიწყო.
მედიის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი 8 სექტემბერ დარეგისტრირდა და ის განსახილველად მიღებული ჯერ არ არის. ამ დროისთვის უცნობია, მოსარჩელის პრეტენზიების არსი.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე The Coca-Cola Company-ია, რომლის სათავო ოფისი ატლანტაში, ჯორჯიის შტატში მდებარეობს და ფლობს სავაჭრო ნიშნებს - Coke და Coca-Cola. მოპასუხე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული კომპანიაა.
გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, 2025 წლის მარტში, „კოკა-კოლა კომპანიამ“ სამხრეთ ოსეთში Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა და ამ ბრენდით სასმელების გაყიდვა დაიწყო. გამოცემის ცნობით, „კოკა-კოლა კომპანია“ გაზიან სასმელებს ნოვოსიბირსკში დაფუძნებულ, ლიმონათ Loca-ს მწარმოებულ კომპანიასთან პარტნიორობით აწარმოებდა. პროდუქტის ეტიკეტი ორიგინალის თითქმის იდენტური იყო. ამასთან, ეტიკეტზე კომპანიის იურიდიულ მისამართად მითითებული იყო „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ცხინვალი, გმირების ქუჩა, ბინა 1ბ“.
Coca-Cola-მ რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერების შესახებ 2022 წლის მარტში განაცხადა, ხოლო მოგვიანებით გადაწყვიტა, რუსეთში თავისი ბრენდების სასმელების (Coca-Cola, Fanta, Sprite, BonAqua, Burn, Fuzetea, Rich, Schweppes, Powerade და ა.შ.) წარმოება და გაყიდვა შეეწყვიტა. მას შემდეგ, რაც „კოკა-კოლამ“ რუსეთის ბაზარი დატოვა, ადგილობრივ საწარმოს სახელი შეეცვალა, რომელმაც სასმელის ანალოგის (Добрый Cola) წარმოება დაიწყო.
რუსეთიდან გასვლის მიუხედავად, Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშნები ქვეყანაში კვლავ მოქმედებს და ექსპერტების თქმით, მათი გამოყენება, საავტორო უფლებების მფლობელთან შეთანხმების გარეშე, დარღვევაა.
