ალასკის ქალაქ ანკორიჯში, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მომიტინგეები უკრაინის დროშებით პარასკევს, დილით ადრე, რუსეთის პრეზიდენტის ანკორიჯში ჩასვლამდე შეიკრიბნენ. ისინი კიევის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და საომარი ზონიდან რუსეთის მიერ გატაცებული 20 000 უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და მისი ადგილი ამერიკის მიწაზე არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ტრამპი და პუტინი მოლაპარაკებებს აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე გამართავენ. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათი) დაიწყება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის პირისპირ შეხვედრით, თარჯიმნების მონაწილეობით დაიწყება. მოლაპარაკებები დელეგაციის ფორმატში გაგრძელდება, რის შემდეგაც სამუშაო საუზმე გაიმართება.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავად უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
არსებობს მოლოდინი, რომ ტრამპი და პუტინი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან „რამდენიმე სიტყვას იტყვიან“, შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
