თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4000 ლარით დააჯარიმა პროევროპული აქციების მონაწილე ანუკი ჩრდილელი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ანუკი ჩრდილელი „ქართული ოცნებიდან“ ორი მოწვევის პარლამენტის წევრის და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია. ის ერთ-ერთია 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ.
ანუკი ჩრდილელი ამბობდა, რომ დაკავების დროს რუსთაველის თეატრთან, ტროტუარზე იდგა და სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
„ჩემზე მოხდა თითით მითითება - ეს ის არის და დააკავეთ. რეალურად, ვიდექი ტროტუარზე და ვიძახდი, რატომ აკავებდნენ ადამიანებს“, - თქვა ჩრდილელმა დღევანდელ სასამართლო სხდომამდე.
დაკავების შემდეგ ანუკი ჩრდილელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე გახდა. პროპაგანდისტმა თამთა მეგრელიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მას „მენტალური პრობლემები აქვს“ და მამამისს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამასთან, პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა, მეგრელიშვილი წერდა, თითქოს, ოთარ ჩრდილელი აფინანსებდა შვილის „მკურნალობის ხარჯებს თურქეთისა და ისრაელის ფსიქიატრიულ კლინიკებში“.
დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ანუკი ჩრდილელმა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას სასამართლოში უჩივლებს.
