ოკუპირებულ გალში, მდინარე ენგურში, 6 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ნათია ბახტაძის გვამს ეძებენ. აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
უწყების ცნობით, ბახტაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, ოჩამჩირეში მცხოვრები აინარ ცვიჟბა. დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ქალი Lexus GX-ის ავტომობილის სამგზავრო განყოფილებაში მოკლა და ცხედარი მდინარე ენგურში, „ვარდნილჰესი 3“-თან გადააგდო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დე ფაქტო პროკურატურა დანაშულის მოტივს არ აკონკრეტებს.
ნათია ბახტაძე, რომელიც გალის ერთ-ერთ სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა, 28 ივლისს გაუჩინარდა. მისმა დედამ, იამზ აგუმავამ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ შვილის მოძებნაში დახმარება საჯაროდ სთხოვა სთხოვა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია ბახტაძის ცხედარი იპოვეს, რაც არ დადასტურდა.
