„აფხაზეთის კინოფონდის“ დირექტორმა, ალექსანდრ ბასარიამ ბოდიში მოიხადა რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მანამდე მან თქვა, რომ რუსეთიდან ჩასული ტურისტები აფხაზეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხე არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
„გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემი დაუფიქრებელი განცხადებებით უამრავ ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენე. აფხაზეთის მრავალეროვნული ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. ახლა მესმის, რომ ისეთი პროვოკაციული განცხადებები, როგორის გაკეთების უფლებაც მე მივეცი საკუთარ თავს, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბასარიამ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებული კინოფონდი კერძო ორგანიზაციაა და სახელმწიფო სტრუქტურებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ძვირფასო თანამემამულენო, რესპუბლიკის პატივცემულო სტუმრებო, ღრმად ვნანობ ჩემს დაუფიქრებელ საქციელს და პატიებას ვითხოვ. ყველა მიყვარხართ, გაფასებთ და პატივს გცემთ“, - თქვა ბესარიამ.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მანამდე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბესარია ამბობდა, რომ რუსეთიდან აფხაზეთში ჩასული ტურისტები ყიდულობენ იაფასიან საგზურებს, უპირატესობას ანიჭებენ სასტუმროს ტერიტორიაზე დასვენებას, არ დადიან ექსკურსიებზე და არ ხარჯავენ ფულს კლუბებში გართობაზე.
„ტუროპერატორებმა ძალიან სერიოზული დემპინგი მოაწყვეს სასტუმროების, ექსკურსიების, სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროებში. ამის გამო ყველა ზარალდება“, - ამბობს ბესარია ვიდეოს ფრაგმენტში, რომელიც ინტერნეტში იძებნება.
ვიდრე საჯაროდ მოიხდიდა ბოდიშს, ბასარიამ უარყო, რომ რუს ტურისტებს „ეროვნული საფრთხე“ უწოდა. მისი თქმით, ქართულმა და უკრაინულმა მედიამ მისი ციტატები კონტექსტიდან ამოგლიჯა, რათა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები დაეზიანებინა. ბასარიას განცხადებით, კრიტიკა მიმართული იყო აფხაზეთში მომუშავე ერთ-ერთი მსხვილი რუსული ტუროპერატორის მიმართ, რომელიც რესპუბლიკის ტურიზმისთვის არახელსაყრელი ფასების შეთავაზებით ბაზრის დესტაბილიზაციას ახდენს.
ალექსანდრ ბასარიას განცხადებას დე ფაქტო აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები არ არიან და ვერ იქნებიან საფრთხე „აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.
„პირიქით, ისინი ტურისტული ნაკადის საფუძველი არიან და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სტუმრებად რჩებიან. ალექსანდრ ბასარიას განცხადება მისი პირადი აზრია და არ ასახავს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადეს ე.წ. სამინისტროში.
ივნისში ე.წ. ტურიზმის სამინისტროდან გაათავისუფლეს ნებართვების მიღებისა და გაცემის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქრისტინა ლაკერბაია მას შემდეგ, რაც თქვა, რომ რუსი ტურისტები, რომლებიც ცოტა ფულს ხარჯავენ, აფხაზეთს არ სჭირდება. ლაკერბაიას განცხადებით, რუსები აფხაზეთში „დოშირაკს“ ყიდულობენ, აფხაზებს კი სურთ მათი სუვენირები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეიძინონ.
