„არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია, - განაცხადა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მისი თქმით, ამ საკითხზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ოპოზიცია, რომლის არცერთი წარმომადგენელი შოვში არ ჩასულა და ტრაგედიის ეპიცენტრი არ დაუთვალიერებია.
„არაერთხელ აღინიშნა, რომ თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ისეთი გარემოება, რომელიც განაპირობებს ან კვალიფიკაციის შეცვლას ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურისთვის საქმის გადაცემის საჭიროებას, გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მე სიმართლე გითხრათ, ამას არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო. რა მუხლითაც დაიწყო გამოძიება, სავსებით საკმარისია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შოვის ტრაგედიას უკავშირდება, ყველაფერზე, რაც არ უნდა იყოს გამოსარკვევი, სავსებით საკმარისია დაწყებული გამოძიება.
ოპოზიციას ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიაზე და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რადგან აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა.
ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე, მათ შორის, როცა დაიწყო მოთხოვნები საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ფიზიკურად იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი. თუ ჭეშმარიტება აინტერესებდათ, იქნებ იქ მაინც მიეღოთ პასუხები, ან ახალი კითხვა გასჩენოდათ ან უბრალოდ ეთქვათ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანურად და ეთიკურად გაუმართლებელია ქულების წერას შეეცადო პოლიტიკური თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი ოპოზიციის ეთიკა და ეს საზოგადოების თვალშიც ცუდად გამოიყურება,“ - აღნიშნა სარჯველაძემ.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 ადამიანის ცხედარი, 5 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან. ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.