არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში ასაჩივრებენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მათ წინააღმდეგ ინსპექტირება მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„რაჟდენ კუპრაშვილმა თავის თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა ვიდრე ეს განსაზღვრულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“.
მას შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში. ამგვარი უფლებამოსილებები „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“ არ არის გაწერილი და ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა მათი მიღება“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ, „სამოქალაო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა, ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე.
ბურჯანაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას იწვევს.
„ჩვენი უფლებები იზღუდება კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
„ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში არსებულ ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების საფუძველძე ინსპექტირება აქვს დაწყებული 7 არასამათვრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ. ესენია:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
- „საფარი“
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
- „სამართლიანი არჩევნები“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
- „მედიის განვითარების ფონდი“
- „კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“
აგვისტოსში ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს მოსთხოვა განმარტება, რატომ არ დარეგისტრირდნენ „აგენტებად“ და ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა.
