ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ერაყის, ავღანეთის, ტაილანდის და სომალის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს და აცხადებს, რომ პირველი გაეცნო სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტს, რომელშიც ვიზების გაცემის შეჩერებას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
გადაწყვეტილება 21 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში იქნება განუსაზღვრელი ვადით მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცესს „ხელახლა არ შეაფასებს“.
Fox News-ი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტომი პიგოტის განცხადებას ციტირებს. ოფიციალური პირის თქმით, დეპარტამენტი გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, რათა არაკვალიფიციურად მიიჩნიოს პოტენციური იმიგრანტები, „რომლებიც შეიძლება შეერთებული შტატებისთვის ტვირთად იქცნენ და ისარგებლონ ამერიკელი ხალხის კეთილშობილებით“.
„ამ 75 ქვეყნიდან იმიგრაცია შეჩერდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს იმიგრაციის აღსრულების პროცედურებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც სოციალურ უზრუნველყოფას და სახელმწიფო შეღავათებს მიიღებდნენ“, - განაცხადა პიგოტმა.
საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადი შეაქვთ უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში იმიგრაციას, ანუ მუდმივად ცხოვრებას გეგმავენ.
Fox News-ის ცნობით, ქვეყნების სრული სია ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბჰუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
