ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეშფოთებას გამოხატავს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ საქმიანობის გამო. საელჩომ „რადიო თავისუფლებას“ წერილობით განუცხადა, რომ ამერიკული მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგება ცენზურას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, -
განაცხადეს საელჩოში და განმარტეს, ქართველ პარტნიორებსაც გაუზიარეს, რომ დემოკრატიული სტაბილურობა მოითხოვს მტკიცე ინსტიტუტებსა და ფართო პოლიტიკურ პლურალიზმს.
საელჩოს შეფასებით, შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით უზრუნველყოფილი გარემო წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმიანობით. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - უთხრეს „რადიო თავისუფლებას“ საელჩოში.
აშშ-ის საელჩოს ეს რეაქცია მოჰყვა „რადიო თავისუფლების“ შეკითხვას ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან პატიმრობასთან დაკავშირებით. „ფორმულას“ ტელეწამყვანი 22 ივლისს დააკავეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ლადო ბოჟაძეს ეხებოდა.
სანაიას წინააღმდეგ სასამართლოს შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ მიმართა. პატიმრობის შეფარდებამდე, 10 ივლისს, ჟურნალისტი იმავე საფუძვლით 6 000 ლარით დააჯარიმეს, რასაც მან სოციალურ ქსელში პროტესტით უპასუხა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის, Freedom House-ის შეფასებით, ჟურნალისტის დაპატიმრება ფეისბუკ-პოსტების გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა და მიზნად ისახავს საჯარო სივრცეში ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნას.
„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელსაც საზოგადოებაში „სქროლვა-სქრინვის სამმართველოს“ სახელითაც მოიხსენიებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. სამმართველოს თანამშრომლები სოციალურ ქსელებში პოსტებისა და კომენტარების მონიტორინგს ახორციელებენ და სამართლებრივ რეაგირებას ახდენენ იმ შემთხვევებზე, რომლებსაც სიძულვილის ენად მიიჩნევენ. ფეისბუკ-პოსტების თუ კომენტარების გამო, არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს 1 500-დან 6 000 ლარამდე თანხით.
ამ თემაზე:
ფეისბუქპოსტის გამო ექიმ გიორგი ახობაძეს 25 დღით პატიმრობა შეუფარდეს
