ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ერთ-ერთმა უმსხვილესმა რუსულმა ნავთობკომპანიამ, „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების მიმართ შემზღუდავი ზომების შემოღების გამო, კომპანია აცხადებს საერთაშორისო აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ. პოტენციური მყიდველებისგან შეთავაზებების განხილვა დაწყებულია“, - ნათქვამია სს „ლუკოილის“ ინგლისურენოვან ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
„ლუკოილი“ განმარტავს, რომ აქტივების გაყიდვა ხორციელდება აშშ-ის ხაზისნის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ლიკვიდაციის ლიცენზიის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია გეგმავს ლიცენზიის გაგრძელების მოთხოვნას, რათა უზრუნველყოს თავისი საერთაშორისო აქტივების შეუფერხებელი ფუნქციონირება.
22 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა დამატებითი სანქციები გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით „რუსეთის მხრიდან სამშვიდობო პროცესისადმი სერიოზული ინტერესის არარსებობის“ გამო. დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ამ უაზრო ომის დასრულებაზე“, სანქციები დაუწესდა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ , რომლებიც „აფინანსებენ კრემლის საომარ მანქანას“.
აშშ-ის სანქციები გავრცელდება „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ იმ შვილობილ კომპანიებზეც, სადაც ისინი 50%-იან წილს ან მეტს ფლობენ.
მანამდე, ოქტომბრის დასაწყისში, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ მიმართ შეზღუდვები დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა. ევროკავშირმა ასევე დააწესა სანქციები „ლუკოილის“ დუბაის სავაჭრო განყოფილების წინააღმდეგ.
„ლუკოილი“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდანაა წარმოდგენილი. მისი ძირითადი საქმიანობა ნავთობპროდუქტების იმპორტი და საქართველოს შიდა ბაზარზე რეალიზაციაა. შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ 100%-იან წილს ავსტრიაში რეგისტრირებული LUKOIL International GmbH ფლობს.
