ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იმარჯვებს. რესპუბლიკელების მხარდამჭერი ტელეკომპანია Fox News-ის მონაცემებით, ტრამპს 277 საარჩევნო ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს - 226, მაშინ, როდესაც გამარჯვებისთვის 270 საარჩევნო ხმაა საჭირო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
დონალდ ტრამპმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. მან ფლორადაში მხარდამჭერებს მიმართა და პირობა დადო, რომ „ამერიკის ოქროს ხანას“ გაუძღვება.
„მე ვიბრძოლებ შენთვის, თითოეული მოქალაქისთვის, შენი ოჯახისთვის და შენი მომავლისთვის. არ მოვისვენებ მანამ, სანამ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას არ მივაღწევთ, ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა. ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მას გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის პრემიერ-მინისტრები, უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტები, ავსტრიის კანცლერი და სხვები.
78 წლის დონალდ ტრაპი ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტი იქნება. ის პრეზიდენტის თანამდებობას 2017-2021 წლებშიც იკავებდა.
