ამერიკის შეერთებული შტატები 25%-იან ტარიფებს უწესებს ქვეყნებს, რომლებსაც ირანთან ვაჭრობენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ტრამპის სიტყვებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან განხორციელებულ ნებისმიერ და ყველა ბიზნეს ურთიერთობაზე 25%-იან ტარიფს გადაიხდის.
„ეს განკარგულება საბოლოო და გადამწყვეტია“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს და მის ადმინისტრაციას ამ საკითხზე დამატებითი განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
გამოცემა Bloomberg წერს, რომ ირანის მთავარი სავაჭრო პარტნიორები ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი არიან.
2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და 262.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი რეკორდულად მაღალი – 322 მილიონი დოლარი იყო 2024 წელს. ირანიდან საქართველოში შემოდის სამშენებლო მასალები, შავი ლითონები, პლასტმასის ნაწარმი და საკვები პროდუქტები.
დეკემბრის ბოლოდან ირანში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს. ხელისუფლება პროტესტს სასტიკად ახშობს, რასაც, არსებული ინფორმაციით, ასობით ადამიანის სიკვდილი და ათასობოთ დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა.
ირანში ადამიანის უფლებათა დამცველების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) თანახმად, მოკლულია 483 მომიტინგე და 8 ბავშვი, ასევე, სამხედრო/სამართალდამცავი ძალების 47 წევრი. 5 ადამიანი მოკლული იქნა როგორც არაპროტესტანტი მშვიდობიანი მოქალაქე. სააგენტო წერს, რომ დადასტურებულად დაკავებულების რაოდენობა 10 681-ს შეადგენს.
დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს. ირანში ორი კვირაა ინტერნეტი პრაქტიკულად გათიშულია, რაც ხელს უშლის ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებას.
საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო ძალადობას განახორციელებს, აშშ „ჩაერევა“. მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე „ძალიან მკაცრ“ ვარიანტს განიხილავს.
